პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სიას ახალი პრინციპით დააკომპლექტებს
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, ყველა რეგიონს საკუთარი წარმომადგენელი, მაჟორიტარის გარდა, საარჩევნო სიაშიც ეყოლება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ სიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპები წარმოადგინა და განმარტა, რომ წევრების არჩევაში ყველა რეგიონი და თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას. საბოლოო სიის დამტკიცება კი პოლიტსაბჭოს წევრების მიერ მოხდება.

"კანდიდატების შერჩევისას სამი პრინციპი იქნება გათვალისწინებული და ამოსავალი წერტილი იქნება ხალხის ნდობა. ყველა რეგიონს ეცოდინება, რომ მათი წარმომადგენელი იქნება ის, ვისაც ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. მეორე ძირითადი პრინციპი ახალი სახეებია, რაც პარტიის განახლებისთვის აუცილებელია და მესამე - ცენტრალური ოფისის და სამდივნოს როლი, რომელსაც ასევე ექნება კანდიდატების წარდგენის უფლება. მათი გამოცდილების გამოყენება კი მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მან.


Print