პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გამარჯვების დღეს ცალ-ცალკე ულოცავს
ფაშიზმზე გამარჯვების 71- ე წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვალდიმირ პუტინის მილოცვა გამოჩნდა, რომელიც დსთ-ს ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის ლიდერებისთვისაა განკუთვნილი. ამ ჩამონათვალში ცალკეა გამოყოფილი აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.
პუტინი ხაზს უსვამს, რომ გამარჯვების დღე წმინდა დღესასწაულია. მუდმივად დარჩება გმირობისა და ხალხთა ერთიანობის სიმბოლოდ, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა.
მისივე განცხადებით, დაუშვებელია საერთო ისტორიის გადახედვა და წარსულის ტრაგიკული მოვლენების განმეორება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვეტერანებს გულითადი მადლობა გადაუხადა.

Print