პოლიტიკა
ვენეციის კომისია კანონპროექტის შესწავლას იწყებს
ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო. აღნიშნული შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ " საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიიღო.

„ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო, წინასწარი მოსაზრება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონთან და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში - 10 დღეში", - აღნიშნულია  წერილში.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, ვენეციის კომისიაში კანონპროექტი საქართველოს პარლამენტიდანაც გაიგზავნა.


Print