კორცხელის ინციდენტს ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი ეხმაურება
22 მაისს ზუგდიდში,კორცხელის #53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ
ინციდენტს ევროპარლამენტის წევრი
და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე- პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ ვოლსკი
თვითერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"ქართული წინასაარჩევნო კამპანიის დამთრგუნველი დასაწყისი, მმართველი
პარტია "ქართული ოცნების" მოძალადეების ჯგუფი თავს დაესხა "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, ჩვენ გადაჭრით ვგმობთ
ოპოზიციონერ პარლამენტარებზე, აქტივისტებსა და ლიდერებზე
თავდასხმას" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები