კორცხელის არჩევნების შედეგები უცვლელია
ზუგდიდის #67- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კორცხელის 53-ე და 54-ე უბნებში ხმები ხელახლა გადათვალეს. 
როგორც რადიო " ათინათს'' საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ორივე უბანზე მონაცემები უცვლელი დარჩა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ, "ოცნების'' კანდიდატ ამირან ლაგვილავას 10 ხმით მოუგო.
Print