პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე თავის პირველ კომენტარს ნანობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მის მიერ 21 მაისს გაკეთებულ კომენტარს ნანობს. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი თავდაპირველი სიტყვები იყო „არასწორი“ და „წინდაუხედავი“.

„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო აღქმული, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


Print