პოლიტიკა
პრემიერი ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხურჩაში მოხდა სასტიკი მკვლელობა და ეს იყო სასტიკი ძალადობა. „რა საკვირველია ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიპყარით და გაკეთდა მთელი რიგი განცხადებები“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ის შეხვდა ოჯახს, რომელიც არის მსხვერპლი ამ სიტუაციის. „ ჩვენ ველოდებით რეაგირებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან და რუსეთისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეაგირება მათი მხრიდან არ იგრძნობა, რაც სამწუხაროა. ეს მკვლელობა მიზნად ისახავს, რომ ძირი გამოუთხაროს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print