პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს შესახებ არის საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო არის ISIS-ს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და ის წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორს. აქვე განმარტებულია, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ანტიტერორისტულ საქმიანობაში.

დეპარტამენტის ცნობით,ასევე,საქართველომ გადადგა ნაბიჯები საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა ის, რომ თბილისი ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს, ამცირებს ქვეყნის უნარს, უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხაზის უსაფრთხოება მის სეპარატისტულ რეგიონებში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ISIS მსოფლიოს გლობალურ საფრთხედ არის დასახელებული.
Print