პოლიტიკა
კორცხელის ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცი არმიიდან დაითხოვეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი, რომელიც, სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში.

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაში ნათქვამია,რომ ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია." ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს ის, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე".
Print