პოლიტიკა
სიტყვიერი დაპირისპირება ქალაქის საკრებულოში (ვიდეო)

ზუგდიდში ქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დასრულდა. განსახილველი თხუთმეტი საკითხიდან სხდომის წევრები ორზე ვერ შეთანხმდნენ.

დავა, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშუტებზე სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ნიმუშის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიურ სავალდებულო გადასახდის დამტკიცებას და ქუჯის ქუჩაზე არსებულ ავტოსადგურთან საგზაო ნიშნის განთავსებას მოჰყვა.

ოპოზიციური ფრაქციების  წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოს მიერ განსახილველად გამოტანილი ორი საკითხი მოუმზადებელია.

მათივე განმარტებით, მსგავსი რეგულაციები პირდაპირ ზღუდავს მძღოლებს და ართმევს მუშაობის შესაძლებლობას.

„მხარი არ დავუჭირეთ რადგან ვთვლით, რომ ეს საკითხი მძღოლებთან არ არის შეთანხმებული. საგზაო ნიშნები და რეგულაცია პირდაპირ ზღუდავს მძღოლებს.
საკრებულო ამ გადაწყვეტილებით ხელს უწყობს მონოპოლიზაციას“- განაცხადა ანი წითლიძემ.

ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ თავმჯდომარე ლაშა ფარცვანია, ასევე არ ეთანხმება ქუჯის ქუჩაზე საგზაო ნიშნის ჩამოკიდებას და აცხადებს, რომ ადგილი აქვს მოქმედი მძღოლების შევიწროებას და კომპანია „მეტრო პლიუსის“ ლობირებას.

საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაის განმარტებით კი,ქალაქში მომეტებული მანქანების ნაკადის და გართულებული მოძრაობის ფონზე საჭიროა ტრანსპორტის რეგულირება მოხდეს.


Print