პოლიტიკა
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე 14 ივნისს გამოქვეყნდება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 14 ივნისს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ”. ამის შესახებ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლო ავრცელებს.

მერაბიშვილი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 თავის რამდენიმე პუნქტის და მე-18 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2013 წლის 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილება აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე ეფუძნება გაუგებარ სამართლებრივ წესს.

საქმე ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საჩივარს მის წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ყოფილი პრემიერი მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ის, როგორც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჩამოაშორა პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობა არ მისცა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.







Print