პოლიტიკა
ჟენევის დისკუსიაზე მთავარი განსახილველი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 36-ე რაუნდი 14-15 ივნისს

გაიმართება, სადაც ცენტრალური საკითხი 19 მაისს, ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე, საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება და უკანონო დაკავებები იქნება.

დისკუსიებზე ჰუმანუტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო- სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

ქეთევან ციხელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მუშაობის მნიშვნელოვან საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.


 

Print