პოლიტიკა
ქართველმა მებრძოლებმა დებალცევოში სპეცოპერაცია "გიგა" ჩაატარეს
ქართულმა ლეგიონმა 12 ივნისს, დებალცევოს მიდამოებში სპეცოპერაცია სახელწოდებით: ,,გიგა” განახორციელა.

"მონაწილეობას ლეგიონთან ერთად, 25 მოტოქვეითი ბატალიონის მე-3 ასეული, არტილერია და 2 ქართველი ლეგიონერი იღებდა. ერთი მსუბუქად დაიჭრა ხოლო მეორე ჰოსპიტალიზირებულია კიევში.

ოპერაცია 19 მაისს დაიგეგმა, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან მეორე დღეს,!" - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.


Print