პოლიტიკა
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ გაიმართება
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 1–5 ივლისის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ ( Nobel Response -2016 ) გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები 5 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც სწავლების ჩატარება იგეგმება.

ჟურნალისტები თეორიულ და პრაქტიკულ სამხედრო სწავლებას გაივლიან. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი კი რეალური გარემოს სიმულაციური გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლების მონაწილე ჟურნალისტებს ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შეუქმნიან.

მსგავსი მასშტაბის სწავლება საქართველოში პირველად იმართება.


Print