პოლიტიკა
"გაზპრომი” საქართველოს 100 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის
„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში გაზის მიწოდების შესახებ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ს კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.

კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს. მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბერამდეა.


Print