პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ნახევარი წლით გაგრძელებაზე ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

დიპლომატების ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მიიღეს, საჭიროებს ევროკავშირის ლიდერებისაგან დადასტურებას. სამიტი კი მომავალ კვირას არის ჩანიშნული.

ამჟამად მოქმედი სანქციების ვადა ივლისის ბოლოს ამოიწურება.

რუსეთის საფინანსო და ენერგეტიკული სექტორების საწინააღმდეგო სანქციები 2014 წლის ზაფხულში დააწესეს, რის შემდეგაც მათ ნახევარ წელიწადში ერთხელ ახანგრძლივებენ ხოლმე.
Print