პოლიტიკა
ვარშავაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი იხსნება
ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი დღეს პოლონეთის დედაქალაქში გაიხსნება და მას 50 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება.

დელეგატებს შორის არის ქართული მხარეც, რომელიც ალიანსისგან ახალ შემოთავაზებებს ელოდება. NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც. სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს ჩართვაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, ქართული მხარეც უნდა გახდეს.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე მაისურაძის თქმით, არსებობს ოპტიმისტური მოლოდინების საფუძველი.

„აქტიურად ვმუშაობთ ალიანსთან ახალი თანამშრომლობის გზებსა და მექანიზმებზე, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სტაბილურობის გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა მან.

სამიტს ასევე დაესწრება 2 500-მდე ოფიციალური დელეგატი და მედიის 2 000 წარმომადგენელი.

Print