პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი-პარტიებმა უნდა შეძლონ ემოციების გვერდზე გადადება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია ერთი თვეა ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. მას დიდი იმედი აქვს, რომ ჩატარდება ღირსეული არჩევნები.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომას, რომელიც დღეს არის ჩანიშნული.

" სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა სუბიექტისთვის. მე მინდა, თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე“, - განაცხადა მან.
Print