პოლიტიკა
ბათუმი ევროინტეგრაციის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმი რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციას “საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნებას” მასპინძლობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება, ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.
Print