პოლიტიკა
ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო
ინტერპოლმა ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია მან ტელეკომპანია ”იბერიას” თავად ვაშინგტონიდან ჩართვისას დაუდასტურა.

ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღების შემდეგ, თემურ ბასილიამ და მისმა ამერიკელმა იურისტმა ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს მიმართეს და დაინტერესდნენ რაში იყო საქმე და რატომ არ ხდებოდა მისი ამოღება ძებნილთა სიიდან.

”როგორც ჩანს, ამას გარკვეული რეაგირება მოჰყვა და როგორც საფრანგეთიდან, ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, ასევე საქართველოს პროკურატურიდან ოფიციალურად მაცნობეს, რომ ინტერპოლის არხებით ძებნა შეწყდა”, - აღნიშნა მან.
Print