პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: C ჰეპატიტის პროგრამით უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვაზე მუშაობდა.

„28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა ჰეპატიტის დღედ. მე მგონია, ჩვენ, ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა."

დავით სერგეენკოს თქმით, გასული წლის აპრილიდან დღემდე პროგრამაში 14 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო, აქედან 5 000-ზე მეტმა მკურნალობა დაასრულა. მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე პაციენტთა 92% სრულად განიკურნა. დღეს მსოფლიო C ჰეპატიტის დღეს აღნიშნავს.



Print