პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრს უწყებაში ელოდებიან
თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია მუშაობას დღეიდან შეუდგება. იზორიას უწყებაში უკვე ელოდებიან. თავდაცვის ახალ მინისტრს სამინისტროში გენშტაბის წევრები, ასევე სხვა თანამშრომლები შეხვდებიან.

მას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.

ლევან იზორიამ მინისტრის თანამდებობაზე "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად 1 აგვისტოს დატოვა.
Print