პოლიტიკა
GFK-ს კვლევის შედეგები - რომელ პარტიას მიცემდით ხმას?
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GfK-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად - გამოკითხულმა მოსახლეობამ საქართველოს მთავრობის საქმიანობა შეაფასა. გამოკითხული რესპოდენტების 46.4 %-ს მთავრობის საქმიანობა მოსწონს ან ნაწილობრივ მოსწონს. მთავრობის საქმიანობა არ მოსწონს ან ნაწილობრივ არ მოსწონს მოსახლეობის 48.3 %.

კითხვაზე: ხვალ, რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას?პასუხები ასე გადანაწილდა:

საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას მოსახლეობის 25.8% მისცემდა,
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 25.5%, უარს პასუხზე 7.7% აცხადებს.
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის" 6.9%, გირჩსა და გიორგი ვაშაძის პარტიას ცალ-ცალკე 0.4-0.4% აქვთ - აღსანიშნავია, რომ კვლევა მათ გაერთიანებამდეა ჩატარებული.
შალვა ნათელაშვილის"ლეიბორისტულ პარტიას" 3.7% აქვს. "თავისუფალი დემოკრატები" 2.9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 1.6%.
ვის მისცემს ხმას, გადაწყვეტილი არ აქვს 19%-ს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ხმას გამოკითხულთა 10.5% მისცემდა.

შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
გიორგი მარგველაშვილი 10.5%
დავით ბაქრაძე 9.1%
მიხეილ სააკაშვილი 6.9%
ირაკლი ალასანია 4.8%
პაატა ბურჭულაძეს 3.6%
ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმას 3.0% მისცემდა.

კვლევა 2-დან 18 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2200 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.


Print