პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

„დღევანდელი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაჩნდეს უფრო მეტი ნდობა თვითონ ორგანიზაციის ფარგლებში და როგორ შეიძლება იქნას მიღწეული მეტი კონსენსუსი კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ადამიანების უფლებების მხრივ ამ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

Print