პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაეროს 71-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
გიორგი კვირიკაშვილის 20 წუთიანი მოხსენების მთავარი თემა მოახლოებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იყო. პრემიერმა ყურადღება კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მართლმსაჯულების რეფორმაზეც გაამახვილა. ის ოკუპაციის თემასაც შეეხო.

„ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“, - განაცხადა პრემიერმა.

Print