პოლიტიკა
იან კელი: მსოფლიო ვალშია ქართველების წინაშე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე იმყოფებოდა. „ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმით, რასაც აკეთებთ თქვენ, რომ მსოფლიოში მშვიდობა განმტკიცდეს. ექსტრემისტები კვლავაც ცდილობენ საფრთხეში ჩააგდონ ჩვენი უფლებანი და თავისუფლებანი. თქვენი ჯარები კი დგანან მშვიდობის სადარაჯოზე, მოშორებული თავისი ოჯახებიდან. მსოფლიო მართლაც ვალშია ქართველების წინაშე, მათი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო მისიებში. თქვენ ხართ მშვიდობის ელჩები“, - ასე მიმართა ელჩმა ქართველ სამხედროებს.

როგორც მან აღნიშნა, 2009 წლიდან მოყოლებული აშშ-ის და საქართველოს შეიარაღებული ძალები ავითარებენ მტკიცე ურთიერთობას, რაც ეფუძნება საერთო ფასეულობებს, ინტერესებს და თავდადებას.

Print