პოლიტიკა
ჩემი საქართველო აქ არის - აქცია ენგურის ხიდზე
,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. მათ სანთლებით დაწერეს ,,ჩემი საქართველო აქ არის.’’

აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო. ისინი ზუგდიდიდან შეიკრიბნენ, რათა სიმბოლურად გამოეხატათ თავიანთი წუხილი.

1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს დასრულდა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და ხსოვნის დღეა.

Print