პოლიტიკა
ლიტვის სეიმმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო
მხარდამჭერი განცხადების თანახმად, ლიტველი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

Print