პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" შემოწირულობის სახით ყველაზე მეტი თანხა მიიღო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე „ქართულ ოცნებას“ 10 286 735 ლარი გადაერიცხა, პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2 289 122, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 651 662 ლარი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს “ 1 151 797 ლარი შემოსწირეს, „გირჩს“ კი - 601 717 ლარი.

საანგარიშო პერიოდში პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა სულ16 150 855 ლარი მიიღეს. მათგან 14 829 755 ლარი 1 109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1 321 100 ლარი - 24 იურიდიულმა პირმა.

ეს მონაცემები შესასწავლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეგზავნება.

Print