პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა თბილისის ნომერ მე-18 საარჩევნო უბანზე მისცა.

"მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.



Print