პოლიტიკა
ცესკოს 09:00 საათისთვის არსებული მონაცემები
ცესკომ ამ დროისათვის არსებული მონაცემები გაასაჯაროვა. პროპორციულ ნაწილში 2 345 საარჩევნო უბნის ხმებია დათვლილი, წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 49.92%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 26.7%;

პატრიოტთა ალიანსი - 4.88%;


ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 4.13%;

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის - 3.6%;

ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა - 3.36%;

ლეიბორისტული პარტია - 3.04%;

უსუფაშვილი-რესპუბლიკელები - 1.48%.

ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, 1 415 ოქმია დამუშავებული და  მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ცესკოში ოქმების შეტანა. ამ ეტაპზე კი შედეგები საშუალებას არ იძლევა ზუსტად დადგინდეს, რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური.
Print