პოლიტიკა
წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო
წინასაარჩევნოდ 8 ივინისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა შემოწირულობის სახით ჯამში 26 008 857 ლარი მიიღეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულობა - 16 101 506 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის, მეორე ადგილზე კი 4 205 343 ლარით პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვისაა“.

დანარჩენი პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა ასეთია: „პატრიოტთა ალიანსი’’ - 1 098 207 ლარი, „ნაციონალურ მოძრაობა“ - 1 018 581 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 421 690 ლარი, ,„რესპუბლიკური პარტია“ -59 115 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ – 231 363 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 15 215 ლარი და ა.შ.

Print