პოლიტიკა
ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებად თანხას ითხოვს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა სხდომაზე 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრებისთვის ცესკოს დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

Print