პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოისმინა.

სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ გამარტივდება, იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - აღნიშნა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისად დასჯის საკითხი.

Print