პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტში პოლიტიკური პროცესი დაცლილი იქნება ანალიზისგან
"საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული ვითარებაა", -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,რესპუბლიკური პარტის” ყოფილმა წევრმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ პარლამენტში პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო „დაცლილი იქნება ანალიზისგან, დებატისგან და პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“. უსუფაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების პარლამენტს გარეთ გაგრძელება და პოლიტიკურ სივრცეს არა კონკრეტული პიროვნებების, არამედ სხვადასხვა ადამიანის პარტია ესაჭიროება.
Print