პოლიტიკა
ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “ქართული ოცნების” ძლიერი უმრავლესობა დიდი პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი მმართველობა უნდა იყო ინკლუზიური, ხელი უნდა გაუწოდოს რეფორმის მხარდამჭერ ყველა ძალას, როდესაც ჩამოაყალიბებს თავის პოლიტიკას.

"ბაიდენმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოიყენოს არჩევნების შედეგები საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასასგრძელებლად, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს".
Print