პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას ეხმიანება
გიორგი კვირიკაშვილმა ე.წ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე განცხადება გააკეთა. მან საზოგადოებას ეს წარმატება მიულოცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"შეიძლება ითქვას, რომ დარჩა ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრა, რომლის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მოქალაქეებისთვის აინთება მწვანე შუქი ვიზის გარეშე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის. ეს არის წარმატება უამრავი ადამიანის ერთობლივი შრომის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალიან ბევრი მეგობრის უდიდესი დახმარებისა და თანადგომის, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, 8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე.
Print