პოლიტიკა
აშშ ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს
თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუს დიპლომატს აძევებს. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სანქციები უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს.

ამას გარდა, აშშ-ის ხელისუფლება დახურავს მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიურ მისიას, რომელიც, ვაშინგტონის აზრით, სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებულმა რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სანქციები ექვს პირსა და ხუთ უწყებას ეხება, მათ შორის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს. “შავ სიაში” მოხვედრილ პირთა შორისაა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იგორ კორობოვი და მისი მოადგილეები ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი.

აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჰაკერულმა შეტევამ აშშ-ის შედეგებზე გავლენა მოახდინა, რამაც დონალდ ტრამპის გამარჯვებას შეუწყო ხელი.
Print