პოლიტიკა
საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თბილისში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, იგი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ესტუმრა. რუვენ რივლინი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. შემდეგ პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პირველი პირი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
Print