პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გახდა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. მისი მოადგილეები კი ლევან ვარშალომიძე და ზაზა ბიბილაშვილი გახდნენ. ისინი დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

პარტიის პოლიტიკური საბჭო კოლექტიური აღმასრულებელი ორგანოა. საბჭო 4 წლის ვადით ირჩევა და ის არანაკლებ 21 წევრისგან შედგება. პოლიტიკურ საბჭოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს თუ ყრილობა აირჩევს ახალ შემადგენლობას.


Print