პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილმა ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტი დატოვა
ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს, - ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მერაბიშვილს შეხვდა.

„მისი პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე“.

რაც შეეხება პარტიაში დარჩენის ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მელიას თქმით, პოლიტიკურ განცხადებას იგი თავად გააკეთებს.

Print