პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 40 %-მა არ იცის ვის დაუჭერდა მხარს თვითმმართველობის არჩევნებზე
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-მა არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს.

კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 22% ”ქართულ ოცნებას” შემოხაზავდა, 7% - ”ნაციონალურ მოძრაობას”, 3% - ”ევროპულ საქართველოს”.

გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს, 14 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

Print