პოლიტიკა
მერები საკუთარ მოადგილეებს საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავენ
მუნიციპალიტეტების მერებს პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდებათ. ისინი საკრებულოს თანხმობის გარეშე ასევე ვერ დანიშნავენ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს.

შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ხორციელდება. ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის და კომიტეტის წევრის პაატა მხეიძის მიერ არის ინიცირებული. პროექტის თანახმად, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, მერი და გამგებელი მოადგილეებს, ასევე სოფლის გამგებლებს ერთეულების ხელმძღვანელებს საკუთარი გადაწყვეტილებით ნიშნავს და ათავისუფლებს.

Print