პოლიტიკა
საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცებულია
საქართველოს პარლამენტმა განახლებულ  მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას  - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა.

ახალ კაბინეტში 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.


ამავე თემაზე:

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა
Print