პოლიტიკა
თენგიზ ჯგუშია: მოსახლეობას მოვუწოდებ, მხარი არ დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს
ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის დამფუძნებელი“ თენგიზ ჯგუშია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ნულოვანი მხარდაჭერა გამოუცხადოს. ჯგუშია ამბობს, ხელისუფლება უნდა მოვიდეს გონს და დასრულდეს უსულგულო დამოკიდებულება სამეგრელოს მიმართ. მან სამეგრელოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ჩანაწერი არის ნაწილი იმ ქრონიკული კორუფციის და ნეპოტიზმის სქემებისა, რომლებიც წლებია არსებობს. ჯგუშიამ ცენტრალურ ხელისუფლებას შეისწავლონ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობა. განსაკუთრებით კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ მან ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მოსახლეობამ არჩევნებზე მხარი არ უნდა დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, სამარცხვინო და მოღალატე პოლიტიკოსს. მოვუწოდებ ცენტრალურ ხელისუფლებას ყოფილი ვიცე მერის და მერის, გია გულორდავას და ლაშა გოგიას საქმეები გამოიძიონ. გოგიას მოხსნას რათ უნდოდა ფარული ჩანაწერი, როდესაც ხელისუფლება ამას აკვირდება წლებია. გოგია წლებია საკუთარ ოჯახის წევრებს და ნათესავებს ნიშნავს თანამდებობაზე. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებისთვის მოსახლეობამ უმწვავესი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს 28 ოქტომბერს, იმიტომ რომ ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ბახტაძე და "ქართული ოცნება" მოვიდეს გონს“, - თქვა ჯგუშიამ.

„სამეგრელოს ხმის დამფუძნებელმა“ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორზე ალექსანდრე მოწერელიაზე. მისი თქმით, მოწერელიას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება და თანამდებობაზე საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად მოვიდა.

„გუბერნატორად ისეთი ადამიანი დაინიშნა, რომლის ბიოგრაფიაც არ იძებნება. გარდა იმისა, რომ ის იყო თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რომლის წესდებაშიც ჩავიხედე და პირდაპირ წერია, რომ ამ ბიზნეს - სტრუქტურის უმთავრესი მოვალეობა არის თხილის ხარისხის გადარჩენა, ქართული ფერმერებისთვის ამ საკითხში იურიდიული, სამართლებრივი, დარგობრივი და ფინანსური დახმარების გაწევა. გუბერნატორმა, რომელმაც დანიშვნის პირველივე დღეს დაწერილი ზოგადი ტექსტი წაიკითხა. გუბერნატორს, რომელსაც თხილთან ჰქონდა შეხება და მოსახლეობას არ წარუდგინა ამ კულტურის გადარჩენის გეგმა. ცალკე საკითხია მისი პრესსამსახური, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მან ისინი“, - ამბობს ჯგუშია.

თენგიზ ჯგუშია ალექსანდრე მოწერელიას 2014 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს აფხაზეთის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქების დროს გარდაცვლილი ზვიად ლაგვილავას, 2017 წლის 7 მაისს ზუგდიდში თამბაქოს საწყობის აფეთქების დროს დაღუპული ბესიკ ჯგუშიას და ე.წ მილების საქმეებით დაინტერესდეს.

რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ ლაშა გოგიას მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიება გასცემს პასუხს. 




Print