პოლიტიკა
სოხუმსა და ოჩამჩირეში სერგეი ბაღაბშის ძეგლს დადგამენ
სოხუმში სერგეი ბაღაფშის, ფაზილ ისკანდერის და ომის დაწყების ამსახველ ძეგლებს დადგამენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრის ვალერი ბგანბას მიერ მოწვეულ სხდომაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების კომისიამ მიიღო, წერს „აფსნიპრესი“. გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის“ ბიუსტი სოხუმსა და ოჩამჩირეში დაიდგმება.

კომისიამ ასევე მოიწონა მწერალ ფაზილ ისკანდერის ძეგლის პროექტი, რომელიც მოქანდაკე ვიტალი ჯენიამ შექმნა. ის ასევე, სოხუმში, სავარაუდოდ 2019 დაიგდმება.

გარდა ამისა, დამტკიცდა მოქანდაკე რუსლან გაბლიას მიერ შექმნილი მემორიალური კონსტრუქციის პროექტი, რომელიც „აფხაზი ხალხის სამამულო ომის დაწყებას“ ასახავს. მონუმენტი, სავარაუდოდ, სოხუმში, წითელ ხიდთან განთავსდება.

Print