პოლიტიკა
ხობის მაჟორიტარი: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო
ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დღესაც არ დაუჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ის ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ მისი გადარწმუნება ვერ შეძლო.

„ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა. მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო. მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება. არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა“, - თქვა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

Print