მსოფლიო
ჯონ კერი მოსკოვში სერგეი ლავროვს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს.
"ბიბისის" ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სირიის საკითხზე მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოებაა.

"რუსეთსა და აშშ-ს შორის ჯერაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ პროცესში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის როლთან დაკავშირებით. ვაშინგტონს სურს, რომ ასადი გადადგეს, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში სამოქალაქო ომის შეწყვეტა, თუმცა რუსეთი თვლის, რომ მისი ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს", - წერს "ბიბისი".

საგარეო უწყებაში შეხვედრამდე რუსეთმა ამერიკის პოლიტიკა გააკრიტიკა და ვაშინგტონს "ტერორისტების ცუდებად და კარგებად დაყოფაში" დასდო ბრალი.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის დიპლომატს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს.

Print