მსოფლიო
უკრაინამ ყირიმს სავაჭრო ბლოკადა გამოუცხადა
უკრაინის პრემიერ - მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ყირიმის სავაჭრო ბლოკადის შესახებ განაცხადა.
"ყველა საბაჟო რეჟიმით იკრძალება სამუშაოთი, საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფა, გარდა პირადი ნივთებისა, სოციალურად მნიშვნელოვანი კვების პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარებისა", -აღნიშნა იაცენიუკმა.

პრემიერ- მინისტრის თქმით, გაგრძელდება ნახევარკუნძულის ენერგეტიკული ბლოკადა, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, ნოემბერში უკრაინელმა რადიკალებმა მოაწყვეს.
მან დააზუსტა, რომ ყირიმისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე გადაწყდება.

იაცენიუკის განცხადებით, სავაჭრო ბლოკადა 30 დღის შემდეგ იანვრის შუა რიცხვებში შევა ძალაში.

Print