მსოფლიო
სტამბოლის აეროპორტში აფეთქება მოხდა
სტამბულის გოგჩენის აეროპორტის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომთან, აფეთქება მოხდა. ბი ბი სი - ს ცნობით, დაშავდა აეროპორტის ორი თანამშრომელი, რომელიც ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

იმავე ინფორმაციით, მგზავრები ახლო - მახლო არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისათვის აეროპორტში შეიარაღებული პოლიციელები და მეხანძრეები არიან მობილიზებული. შენობა კონტროლდება, თუმცა,
კომპანია - ოპერატორის ცნობით, აეროპორტის მუშაობა ნორმალურ რეჟიმში გრძლედება.

აფეთქების მიზეზი და სიმძლავრე ჯერჯერობით უცნობია.

Print